თხილი, ღვინო, მინერალური წყალი - 10 ქართული პროდუქტი, რომელიც ექსპორტზე გადის
ქართული პროდუქციის ექპორტი გაიზარდა.
საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტმა 1,198 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19.6%-ით მეტია.
საანგარიშო პერიოდში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში სპილენძის მადნები და კონცენტრანტები 22%-იანი წილით ლიდერობს. სულ ექსპორტზე 264,148 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა ექსპორტზე, რაც მთელი ექსპორტის 22,3%-ით არის გაზრდილი.
მეორე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები, 125,357 მლნ დოლარზე მეტით, რაც მთლიანი ექსპორტის 10.5%-ია. მსუბუქი ავტომობილენბის ექსპორტი 10%-იან წლიურ ვარდნას აჩვენებს.
მესამე ადგილს ფეროშენადნობები იკავებს, 111,432 მლნ დოლარით და მისი წილი მთლიან ექსპორტში 9.3%-ია. ექსპორტის მაჩვენებელი გაზრდილია 21.3%-ით.
მეოთხე პოზიციაზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 66,961 მლნ დოლარით და ექსპორტის 5.6%-იანი წილით. ექსპორტის მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია 20.5%-ით.
მეხუთე ადგილზეა სპირტიანი სასმელები, დაახლლოებით 44,07 მლნ დოლარით (+40%), ექსპორტის მაჩვენებელი 3.7%-ია.
მეექვსე პოზიციას იკავებს მინერალური და მტკნარი წყლები, 41,722 მლნ დოლარზე მეტით (+12%), ექსპორტი 3.5%.
მეშვიდე ადგილზეა აზოტოვანი სასქუები, 36,535 მლნ დოლარით, რაც მთლიანი ექსპორტის 3%-ია. ექსპორტის მაჩვენებელი გაზრდილია 0,2%-ით.
მერვე ადგილს თხილი და სხვა კაკალი იკავებს, დაახლოებით 30,538 მლნ დოლარით, ექსპორტი 2.5%-ია. მაჩვენებელი გაზრდილია 110%-ით.
მეცხრე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 28 316 000 დოლარით, რაც მთლიანი ექსპორტის 2.4%-ს შეადგენს. ექსპორტის მაჩვენებელი გაზრდილია 1%-ით.
მეათე ადგილს ტრიკოტაჟის ნაწარმი იკავებს, დაახლოებით 23 434 000 დოლარით, რაც მთლიანი ექსპორტის 2%-ია. ექსპორტის მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 104%-ით არის გაზრდილი.
2021 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.2 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (198.7 მლნ დოლარი), რუსეთი (159.6 მლნ დოლარი) და აზერბაიჯანი (152.2 მლნ დოლარი).