TBC Capital: ლარის გამყარების ალბათობა უფრო მაღალია, ვიდრე გაუფასურების
TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტი უკრაინა–რუსეთის ომისგან გამოწვეულ შედეგებსა და მოლოდინებზე საუბრობს.
კვლავ მაღალი გაურკვევლობის გათვალისწინებით, მაკროეკონომიკური პროგნოზები და მოლოდინები ომის სწრაფი გადაწყვეტის სცენართან უფრო ახლოსაა, ვიდრე გაჭიანურებულთან.
ასევე, მთავარი ეკონომისტი მიიჩნევს, რომ დღეისათვის ლარის გამყარების ალბათობა გაუფასურებასთან შედარებით მეტია.
TBC Capital–ი ტრადიციულად, ლარის კურსს რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით აფასებს. კერძოდ: 1. სავალუტო შემოდინებაგადინების ბალანსი, 2. ლარის საშუალო კურსი ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან და 3. ინფლაციის პროგნოზი.
გასულ კვირაში, ასევე ხელმისაწვდომი იყო საქსტატის მიერ გამოქვეყნებული თებერვლის საქონლით საგარეო ვაჭრობისა და წინა წლის მეოთხე კვარტალის ხელფასების მაჩვენებლები, რომლებიც უკრაინაში საომარ მოქმედებებამდე საკმაოდ მაღალ ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებდა.
შეგახსენებთ, რომ TBC Capital–მა რუსეთ–უკრაინის ომის 2 სცენარი წარმოადგინა, სადაც ასევე საქართველოს ეკონომიკაზე მოსალოდნელი გავლენები და მოლოდინებია ასახული.