საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 1 464 ლარია
საქართველოში საშუალო ხელფასი გაზრდილია.
საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის IV კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასმა 11.3%-ით (149 ლარით) 1 463 ლარამდე გაიზარდა.
ქალების საშუალო ხელფასი 1 153 ლარია, კაცების - 1 767 ლარი.
ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 131 ლარი (12.8%) შეადგინა, კაცებში - 186 ლარი (11.8%).
დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 181 ლარით (12.8%) 1 597 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების
მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ხელოვნება, გართობა და დასვენების (2 502 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 18.4%-ით), ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 394 ლარი, გაიზარდა 3.2%-ით) დარგებში ფიქსირდება.
არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 93.4 ლარით (8.1%) გაიზარდა და 1 250 ლარი შეადგინა.
საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.