ეკონომიკა
12/09/2022

TBC Capital: II კვარტალში FDI-მ $351.8 მლნ შეადგინა, რაც დაბალი ნიშნულია

TBC Capital-მა მთვარი ეკონომისტის განახლებული ანგარიში გამოაქვეყნა. საინვესტიციო ბანკის მონაცემებით, მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებამ 351.8 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მათივე მოლოდინებთან შედარებით დაბალი ნიშნულია.

მიუხედავად ამისა, TBC Capital–ის შეფასება საინვესტიციო აქტივობის მოსალოდნელ ზრდასთან დაკავშირებით უცვლელია, რასაც მეორე კვარტლის საინვესტიციო იმპორტის მონაცემებიც ადასტურებს.

საქსტატის მონაცემებით კი, აღნიშნული მაჩვენებელი 2021 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 9.1–ით მეტია. 

აღსანიშნავია, რომ უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნებს შორის კვლავ გაერთიანებული სამეფო ლიდერობს, ხოლო ინვესტორებისთვის ყველაზე მიმზიდველი ენერგოსექტორია. II კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია სწორედ ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და $76.6 მლნ შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21.8%–ია.