საქართველოს TOP 10 ინვესტორი კომპანია – II კვარტლის შედეგები
საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იზრდება. 2022 წლის II კვარტალში ინვესტიციების მოცულობამ $351.8 მლნ შეადგინა, რაც 2021 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 9.1–ით მეტია.
ხოლო, საწარმოები, სადაც 2022 წლის მეორე კვარტალში მსხვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა შემდეგნაირად გადანაწილდა:
- ჩინეთის სახელმწიფო შპს სამშენებლო საინჟინრო კორპორაციის საქართველოს ფილიალი
 - შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია
 - შპს ტოიოტა კავკასია
 - შპს თბილისი ენერჯი
 - შპს ბათუმის ნავთობტერმინალი
 - შპს აჭარისწყალი ჯორჯია
 - სს ეპ ჯორჯია მიწოდება
 - სს ეპ ჯორჯია გენერაცია
 - სს ენერგო - პრო ჯორჯია
 - სს ბიჯეო ჯგუფი
 
აღსანიშნავია, რომ უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნებს შორის კვლავ გაერთიანებული სამეფო ლიდერობს, ხოლო ინვესტორებისთვის ყველაზე მიმზიდველი ენერგოსექტორია. II კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია სწორედ ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და $76.6 მლნ შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21.8%–ია.
ამასთან, 2022 წლის II კვარტალში სააქციო კაპიტალი, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებთან შედარებით 2.3-ჯერ გაიზარდა და $90.2 მლნ შეადგინა, ხოლო რეინვესტიციის წილი მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 68.3%–ით განისაზღვრა.
