ეკონომიკა
04/10/2021

ლაშა ხუციშვილი: ინფლაციამ შემცირება დაიწყო

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ინფლაციამ შემცირება დაიწყო. მინისტრის მოლოდინით, ინფლაციის შემცირების ტენდენცია მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება. მიზნობრივ მაჩვენებელს კი, 2022 წლის ბოლომდე დაუბრუნდება. 

"ეს არის პირველი თვე, როდესაც ინფლაციამ დაიწყო შემცირება. ჩვენ ამის მოლოდინი რა თქმა უნდა გვქონდა. აგრეთვე გვაქვს მოლოდინი, რომ მომდევნო თვეებშიც ინფლაციას ექნება შემცირების ტრაექტორია. უკვე მომდევნო წლის მეორე კვარტალიდან მნიშვნელოვნად დაიწყებს ინფლაციის მაჩვენებელი შემცირებას. ამ პროგნოზსს აკეთებს საქართველოს ეროვნული ბანკი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდება ინფლაციის მაჩვენებელს. გეგმა, რომელიც აქვს საქართველოს ეროვნულ ბანკს, გულისხმობს იმას, რომ ინფლაციის მაჩვენებელი მომდევნო წლის ბოლოს დაუახლოვდეს მიზნობრივ მაჩვენებელს. დღეს არსებული ინფორმაციით, ეს სცენარია ყველაზე რეალური, რომ მომდევნო წელს, ინფლაცია წლის ბოლომდე მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება", - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა. 

აგვისტოს 10-წლიანი რეკორდული 12.8%-იანი ინფლაციის მაჩვენებელის შემდეგ, სექტმბერში ნიშნული მცირედით შემცირდა, თუმცა კვლავინდებურად ორნიშნაა.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის სექტემბერში წლიური ინფლაციის დონე 12.3%-ით განისაზღვრა, წინა თვესთან შედარებით კი 0.2% შეადგინა.