ეკონომიკა
04/10/2021

სექტემბერში ინფლაციამ 12.3% შეადგინა

აგვისტოს 10-წლიანი რეკორდული 12.8%-იანი ინფლაციის მაჩვენებელის შემდეგ, სექტმბერში ნიშნული მცირედით შემცირდა, თუმცა კვლავინდებურად ორნიშნაა.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის სექტემბერში წლიური ინფლაციის დონე 12.3%-ით განისაზღვრა, წინა თვესთან შედარებით კი 0.2% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.3% შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 6.3%-ით განისაზღვრა.