ეკონომიკა
10/02/2022

HICP-ის მონაცემებით, სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასი წლიურად 15.2%–ით გაიზარდა

"საქსტატმა" დღეიდან ახალი ინდიკატორის HICP–ის (Harmonized Index Of Consumer Prices) გამოქვეყნება დაიწყო, რომელიც ქვეყანაში ფასების ცვლილებას ასახავს. წინა თვესთან შედარებით კი, ინდექსი 1.2%-ით არის გაზრდილი.

HICP -ის მონაცემებით, სურსათი და უალკოჰოლო სასმელები წლიურად 15.2%–ით არის გაზრდილი, ხოლო ალკოჰოლური სასმელები 6%-ით. 

"საქსტატის" განმარტებით,  HICP გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს. ის ეფუძნება ერთიან, ჰარმონიზებულ მეთოდოლოგიას და ამდენად, საქართველოს მიერ ამ ინდიკატორის წარმატებით დანერგვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით.

სამომხმარებლო ფასების ინდექსისგან (CPI) მას რამდენიმე მეთოდოლოგიური თავისებურება განასხვავებს, ძირითადად, სამომხმარებლო კალათის წონების და გამოყენებული კლასიფიკატორის ნაწილში.

აუცილებელია აღინიშნოს ისიც, რომ HICP არ შეცვლის აქამდე არსებულ სამომხმარებლო ფასების ინდექსს, რომელიც კვლავ გამოიყენება ინფლაციის მაჩვენებლის გაანგარიშებისთვის. ჰარმონიზებული ინდექსი წარმოადგენს დამატებით საანალიზო მაჩვენებელს და გამოყენებული იქნება საერთაშორისო შესადარისობის უზრუნველყოფისთვის.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023