ეკონომიკა
04/10/2021

ფინანსთა მინისტრი: ეკონომიკის დუღილი ოფიციალური მონაცემებია 

ფინანსთა მინისტრის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა რეგიონში აღდგენის მაღალი ტემპით ხასიათდება. 

მისი თქმით, მიმდინარე წლის 8 თვეში 12%-იანი ეკონომიკური ზრდაა. რიცხვები მეტყველებს იმაზე, რომ ეკონომიკის აღდგენა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, რაც ზოგად ეკონომიკურ სიტუაციაზე აისახება. 

"ეკონომიკის დუღილი - ეს არის ოფიციალური მონაცემები, რომლის შესაბამისადაც ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წლის 8 თვეში არის 12%. ასეთი ეკონომიკური ზრდა საქართველოს ძალიან დიდი ხანია არ ჰქონია. სულ ერთი შემთხვევა იყო 1 წლის განმავლობაში, რაც საქართველოს ჰქონდა 12%-იანი ეკონომიკური ზრდა. შესაბამისად, თუ გადავხედავთ რეგიონს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას, საქართველოს ეკონომიკა ხასიათდება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი აღდგენის ტემპით პანდემიის შემდგომ პერიოდში. შესაბამისად, ეს რიცხვები თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ეკონომიკის აღდგენა მიმდინარეობს ძალიან სწრაფი ტემპით, რაც აუცილებლად აისახება ზოგად ეკონომიკურ სიტუაციაზეც ქვეყანაში. რაც შეეხება ინფლაციას, პირველი თვე იყო, როდესაც დაიწყო შემცირება მიმდინარე წელს და ეს შემცირება გაგრძელდება მომდევნო თვეებშიც",- აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.