ბიზნესი
21/04/2023

თევზის გადამამუშავებელმა კომპანიამ "უმალი" წარმოება განაახლა

თევზის გადამამუშავებელმა კომპანიამ „უმალი“ წარმოება განაახლა.

როგორც კომპანიის დირექტორმა გენო ნასყიდაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განაცხადა, კომპანია 7-8 თვის განმავლობაში დახურული ფინანსური პრობლემების გამო იყო. გენო ნასყიდაშვილის განმარტებით, საწარმომ ქსელური მაღაზიებში პროდუქციის მიწოდება თებერვლის შუა რიცხვებიდან დაიწყო.  

„გადავლახეთ ფინანსური პრობლემები და ისევ გავაგრძელეთ ფუნქციონირება,  შპს „ახალ თევზში,“ რომელიც ბაზარზე „უმალის“ ბრენდით ოპერირებს, მენეჯმენტის კუთხით მნიშვნელოვანი არაფერი შეცვლილა. მე 2020 წლის ჩათვლით აქ ვიყავი და დღესაც ამ კომპანიას წარმოვადგენ.“- განმარტა გენო ნასყიდაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, კომპანიას დღეისათვის აქვს საკმარისი ფინანსური რესურსი იმისთვის რომ, საწარმომ შეფერხებების გარეშე იმუშაოს. 

„გვინდა,  რეალიზაციის მაჩვენებლები წელს გავაორმაგოთ. ამ ეტაპზე  ჩვენი კომპანიის თვიური ნავაჭრი საშუალოდ 500 000 ლარის ფარგლებშია, თუმცა  გვაქვს ამბიცია, რომ  მნიშვნელოვნად გავზარდოთ გაყიდვები.“-აღნიშნა გენო  ნასყიდაშვილმა.

მისივე თქმით, „უმალი“ წლის ბოლომდე სრულად ადგილობრივ ბაზარზე იქნება კონცენტრირებული. სამომავლოდ კი კომპანიის დღის წესრიგში   საექსპორტო ბაზრების ათვისებაც დგას.

„უმალში“ ამ დროისთვის 80 ადამიანია დასაქმებული.

ცნობისთვის, კომპანია "ახალი თევზი"  საინვესტიციო და განვითარების კომპანიამ “სინერჯი“, „უმალის“ 20%-იანი წილი 2021 წლის აგვისტოში შეიძინა, თუმცა, 2022 წლის მაისში "ახალმა თევზმა" წარმოების პროცესი შეაჩერა. 

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, დღეს შპს "ახალი თევზში" 91%-იანი წილის მფობელი ივანე საბაშვილია, 9%-ს კი გენო ნასყიდაშვილი ფლობს. 

რაც შეეხება „უმალს“, ის 2017 წლის ივლისიდან ოპერირებს. კომპანია თევზპრუდუქტებით ამარაგება საქართველოს მთელ ტერიტორიას. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი თევზის გადამამუშავებელი საწარმო - "უმალი" ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში მდებარეობს.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023