თაფლის გადამმუშავებელმა საწარმომ "თაფლი ლეჩხუმიდან" სეს-ის უვადო აღიარება მოიპოვა
თაფლის გადამმუშავებელმა საწარმომ თაფლი ლეჩხუმიდან სურსათის ეროვნული სააგენტოს უვადო აღიარება მოიპოვა.
"ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი საწარმო ფუტკრის მოვლის თანამედროვე მეთოდებზე გადავიდა, რაც პროდუქტის ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს."–ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი "ბიზნესპარტნიორთან".
საოჯახო მეფუტკრეობის "თაფლი ლეჩხუმიდან" პროექტმა, რომელიც გვანცა და გიგა ჭაბუკიანებმა GITA-ს საგრანტო კონკურსზე წარადგინეს, 100 000 ლარიანი გრანტი მოიპოვა. სწორედ ეს თანხა გამოიყო საწარმოსთვის, რომელიც უახლესი დანადგარებით უკვე არიჭურვა.
გვანცა ჭაბუკიანის თქმით, პროექტი ხელს შეუწყობს მათი სოფლის და რეგიონის განვითარებას.
"ეს არის მეფუტკრეობის ცოდნის გამზიარებელი საწარმო, ასევე თაფლის გადამუშავების, დაფასოების (სტანდარტების დაცვით), კრემირებისა და ფიჭის დაბეჭდვის სერვისები.
იმის გარდა, რომ ახალგაზრდებს დავასაქმევბთ, ადგილობრივ მეფუტკრეებს შევთავაზებთ სერვისს, რომელიც ჩვენს რეგიონში არ არსებობს. ასევე განვავითარებთ ფუტკრის ტურიზმს და ვიმუშავებთ ინოვაციური პროდუქტების შექნნაზე, რომელსაც მალე შევთავაზებთ მომხმარებლებს." – ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
ინფორმაციისთვის, საოჯახო მეუფტკრეობა წელიწადში დაახლოებით 4 ტონამდე წაბლის, აკაციის, ალპურ და ფიჭა თაფლს, ასევე ყვავილის მტვერს, ფუტკრის რძეს და სხვა პროდუქტებს აწარმოებს. ბიზნესი არაერთი კონკურსის თუ პროექტის გამარჯვებულია. მათ შორის, Social Impact Award-ის კონკურსის, სადაც თავდაპირველად $2000–ის დაფინანსება მიიღო, შემდეგ კი 7000 ლარით დაჯილდოვდა.