საზოგადოება
20/07/2022
ქორწინების რეგისტრაცის საფასური იზრდება
1-ელი აგვისტოდან ქორწინების რეგისტრაციის საფასური გაიზრდება. ცვლილება შესაბამის დადგენილებაში შედის, რომელიც საკანონმდებლო მაცნეშია გამოქვეყნებული.
დადგენილების თანახმად, 1-ელი აგვისტოდან ქორწინების რიტუალის საზეიმო ვითარებაში ჩატარება, იუსტიციის სახლის ფილიაში ან საზოგადოებრივ ცენტრში 75 ლარი ეღირება. დღეს მოქმედი წესით, ქორწინების რეგისტრაცია ტერიტორიულ სამსახურში სპეციალური სარიტუალო მომსახურებით 50 ლარი ღირს.
ქორწინების რიტუალის საზეიმო ვითარებაში ჩატარება ქორწინების სახლში, სამუშაო დღეებში 90 ლარის ნაცვლად 135 ლარი ეღირება, შაბათ-კვირას კი, 150 ლარის ნაცვლად 225 ლარს გადაიხდით.
შენობის გარეთ (ადგილზე მომსახურება) ქორწინების რიტუალის ჩატარება 255 ლარი ეღირება. დღეს მოქმედი წესით, შენობის გარეთ ქორწინების რეგისტრაცია 170 ლარი ღირს.