ბიზნესი
10/04/2023

Plasticwatcher: ჩვენთან ნარჩენების შეგროვების არანაირი ჯაჭვი არ არსებობს

„შეამცირე, შეაკავე, გადაამუშავე პოლიეთილენი და სხვა ნარჩენები მდგრადი მოდის ნივთებად”, - ეს სოციალური მიზნების მქონე ბიზნესის - Plasticwatcher.ge-ის მთავარი იდეაა. 

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ მისი იდეის ავტორი ეკა ასათიანი უყვება, Plasticwatcher.ge-ის მიზანია ყოველდღიური ნარჩენებისგან უნიკალური, მდგრადი მოდის ტანსაცმელი და ნივთები შექმნას.

„ამ გზით ვცდილობ, შევცვალო ადამიანების ქცევა, შევამცირო პოლიეთილენის პარკების, პლასტმასების ნარჩენები და ვიზრუნო გარემოზე. Plasticwatcher.ge ჩემთვის არ არის ბიზნესი, მას უფრო ცნობიერების ამაღლების დანიშნულება აქვს და არ ვარ ორიენტირებული გაყიდვების მაჩვენებელზე. თუმცა, უნდა ითქვას, რომ წლიდან წლამდე, ჩვენი მოსახლეობის ინტერესი ამ კუთხით მზარდია“, - აღნიშნა Plasticwatcher.ge-ის იდეის ავტორმა.

მისივე თქმით, დღესდღეობით, განვითარებულ ქვეყნებში უკვე მაქსიმალურად არის აქცენტი გადატანილი იმაზე, რომ რესურსები რაც შეიძლება ნაკლები გამოიყენონ.

„ვთქვათ, მოხდეს ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებით, სხვადასხვა ბიზნეს მმართველობის განხორციელება, რომ რაც შეიძლება ნაკლები ნარჩენი აკუმულირდეს და დარჩეს გარემოში“, - განმარტა ეკა ასათიანმა.

Plasticwatcher.ge-ის იდეის ავტორმა, იმ გამოწვევებზეც ისაუბრა, რასაც ეკო მეგობრული პროდუქტების მწარმოებელი ქართველი მეწარმეები აწყდებიან. როგორც აღმოჩნდა, საქართველოში ნარჩენების მოძიება საკმაოდ შრომატევადი და რთული პროცესია მაშინ, როდესაც უცხოეთში სპეციალური სივრცეები არსებობს, სადაც წარმოებისთვის საჭირო ნარჩენს მარტივად მოიპოვებ.

„რადგან არ არსებობს საქართველოში ნარჩენების შეგროვებისა და გადამუშავების არანაირი ჯაჭვი, ამიტომ, ვცდილობ ეს ნარჩენები ამოვიღო ადამიანებისგან, ოჯახებისგან და ბიზნესკოპანიებისგან და რაც შეიძლება დიდი ხანი შევაჩერო ისინი, რომ არ განთავსდნენ გარემოში“, - აღნიშნა ეკა ასათიანმა.

როგორც Plasticwatcher.ge -ის იდეის ავტორი ამბობს, მიუხედავად დაბრკოლებებისა, ის აგრძელებს ნარჩენების გადამუშავების კუთხით ახალ პროდუქტებზე მუშაობას, რათა ქვეყანაში ნარჩენები შეამციროს.

ცნობისთვის, პლასტიკის დაბინძურების გამოწვევის წინაშე მრავალი განვითარებული ქვეყანაც დგას. შესაბამისად, პლასტიკისა და პოლიეთილენის ნარჩენებით სხვადასხვა ნივთების წარმოება, სულ უფრო აქტუალური ხდება.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022