ბიზნესი
16/03/2021

მინიონები: გასართობ ცენტრში მოსულ ბავშვს ატრაქციონებზე თამაში როგორ უნდა დაუშალო?!

საბავშვო გასართობი ცენტრი „მინიონების“ თანადამფუძნებელი „ბიზნესპარტნიორთან“ ინდუსტრიის დღეიდან განსხვავებული ფორმატით გახსნის გადაწყვეტილებას აფასებს. როგორც მეგი მექერიშვილი აცხადებს, მხოლოდ რესტორნის დატვირთვით მუშაობა არ უღირთ, შესაბამისად, დაელოდებიან შეზღუდვების სრულად მოხსნას, როდესაც საბავშვო გასართობ ცენტრს მომხმარებლისთვის სრული სერვისის შეთავაზება შეეძლება.

„რესტორნის სტატუსი გვაქვს და შეგვიძლია მუშაობა, თუმცა, ჩვენ სხვა დატვირთვა გვაქვს. მშობლებს ბავშვები მოჰყავთ, 2 საათით ერთობიან და მიდიან, ამიტომ ამ ფორმით მუშაობა არ გვაწყობს. როდესაც ბავშვი შემოსულია, როგორ უნდა უთხრა არ ითამაშოს ბურთი, არ შევიდეს ატრაქციონებზე.

ველოდებით მთავრობის გადაწყვეტილებას, 2 კვირის განმავლობაში თუ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილური იქნება, სრული სერვისის შეთავაზების უფლებით გავიხსნებით, თუმცა არსებობა ნულიდან უნდა დავიწყოთ,“ - აცხადებს მექერიშვილი.

მისი განცხადებით, საბავშვო-გასართობის ცენტრი საქმიანობას 2 ფილიალით (ახმეტელის  მეტროსთან და ვარკეთილში) განაგრძობს. მესამე ფილიალი კომპანიას სესხის პროცენტის გადაუხდელობის გამო ერთ-ერთმა მსხვილმა ბანკმა ჩამოართვა.

შეგახსენებთ, ბავშვთა გასართობმა  ცენტრებმა დღეიდან მუშაობა ნაწილობრივ უნდა განაახლონ. აღნიშნულის შესახებ გუშინ ბავშვთა გასართობი ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელმა  გიორგი მთიულიშვილმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა.

„მთავარია, რომ გარკვეულ კონსესუსამდე მივედით, ამ დრომდე არათუ გახსნის, ზოგადად ბავშვთა გასართობი ცენტრების საკითხი არ განიხილებოდა,“ - განმარტავს ბავშვთა გასართობი ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი მთიულიშვილი.

პირველ ეტაპზე კომპანიები მომხმარებლებს მხოლოდ სარესტორნო სერვისს შესთავაზებენ, სრულად მუშაობის აღდგენა კი 2 კვირის ინტერვალში მოხდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022