ბავშვთა გასართობი ცენტრები მუშაობას ხვალიდან განაახლებენ - დეტალები რეგულაციებზე
ბავშვთა გასართობი ცენტრები ხვალიდან მუშაობას ნაწილობრივ განაახლებენ, - ასოციაციამ შესაბამის სტრუქტურებთან შეთანხმებას მიაღწია.
„მთავარია, რომ გარკვეულ კონსესუსამდე მივედით, ამ დრომდე არათუ გახსნის, ზოგადად ბავშვთა გასართობი ცენტრების საკითხი არ განიხილებოდა,“ - განმარტავს ბავშვთა გასართობი ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი მთიულიშვილი.
პირველ ეტაპზე კომპანიები მომხმარებლებს მხოლოდ სარესტორნო სერვისს შესთავაზებენ, სრულად მუშაობის აღდგენა კი 2 კვირის ინტერვალში მოხდება.
„შევთანხმდით, რომ ხვალიდან დავიწყებთ სარესტორნო სერვისს. განვიხილავთ სხვადასხვა ვარიანტს იმისათვის რომ ბავშვებისთვის ვიზიტი უფრო საინტერესო გავხადოთ. მაგალითად, შესაძლოა მიმტანებს სხვადასხვა პერსონაჟის ფორმა ეცვათ ან რაიმე მსგავსი. რაც შეეხება სერვისის სრულად აღდგენას 2 კვირის განმავლობაში ვიმუშავებთ რეგულაციებზე, რომლის დაცვაც მოგვიწევს და ალბათ ამ პერიოდში სრულად გავიხსნებით,“ - გიორგი მთიულიშვილი „ბავშვთა გასართობი ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელი.
ცნობისთვის საქართველოში ჯამში 200-მდე ბავშვთა გასართობი ცენტრია რეგისტრირებული. ობიექტებზე 5000-ზე მეტი ადამინია დასაქმებული.