ბიზნესი
20/12/2021

Liza’s Creams: სახის მოვლის ნატურალურ საშუალებებზე მოთხოვნა მზარდია

Liza’s Creams–ის პროდუქციაზე მოთხოვნა ბოლო 6 თვის მანძილზე დაახლოებით 80%–ით გაიზარდა.

კომპანიის დამფუძნებელი ლიზა ზაზაძე "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ ნატურალურ ინდგრედიენტებზე დამზადებულ სახის მოვლის პროდუქტებზე მოთხოვნა საკმაოდ მზარდია.

"წარმოების პროცესში ბევრი სიახლე გვაქვს, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ თითოეული პროდუქტისთვის სრულიად ახალი ფორმულირება შევიმუშავეთ. ასევე, მეტი მრავალფეროვნებისთვის დავამატეთ საპნები, რომლებიც არის ნატურალური და სასარგებლო ზეთებით დამზადებული, როგორებიცაა: ზეითუნის, ბრინჯის, შიას და კაკაოს ცხიმებით. გაყიდვაში გვაქვს უნიკალურ სახის შრატებიც, მაგალითად, ჰიალურონის, 24 კარატიან ოქროს და რეტინოლის შრატი. სიახლეები მამაკაცის ხაზსაც შეეხო, რომლებსაც წვერის ზეთს, ქაფს, დამატენიანებელ საცხს და სხვა თავის მოვლის საშუალებებს ვთავაზობთ.

საახალწლოდ მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეფუთვას და ფასდაკლებებს შევთავაზეთ, რომ უკეთესი საახალწლო განწყობა შევუქმნათ მათ," – აღნიშნავს ლიზა ზაზაძე.

მისივე თქმით, 2021 წელი ბრენდის განვითარებისა და პოპულარიზაციის კუთხით ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი აღმოჩნდა. Liza’s Creams-მა მონაწილეობა მიიღო USAID Georgia-ს მიერ ორგანიზებულ რამდენიმე გამოფენაში და სხვადახვა პროგრამებში.

"კომპანიის სამომავლო გეგმებშია წარმოების ახალ ეტაპზე გადასვლა, რომელიც წარმოების პროფილის გაფართოებას ითვალისწინებს, კერძოდ ტანის მოვლის საშუალებების დამატებას. ასევე შორეულ გეგმაშია მაღაზიის გახსნაც. მანამდე კი მომხმარებლებს Liza’s Cream-ის შეძენა ონლაინ შუძლიათ. პროდუქტის ღირებულება დამოკიდებულია მასში შემავალ ინგრედიენტებზე. ფასები 35 ლარიდან 80 ლარამდე მერყეობს," – ამბობს ბრენდის დამფუძნებელი. 

შეგახსენებთ, რომ მომხმარებელს 100% ნატურალურ ინგრედიენტებზე დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს ვთავაზობთ, როგორიციაა: დღისა და ღამის დამატენიანებელი, მკვებავი, ნაოჭების  საწინააღმდეგო საცხი, lifting კრემი, აკნეს საწინააღმდეგო საშუალებები, თვალის კრემი, თმის ცვენის საწინააღმდეგო ზეთი, ჰიალურონის შრატი და კოსმეტიკური კრემ-საპონი

კომპანია კრემებისა და სხვადასხვა თავის მოვლის საშუალების დასამზადებლად ბუნებრივი ცხიმების გარდა, თაფლის სანთელს, კოლაგენს, 24 k Gold ოქროს ფირფიტებს და სხვადასხვა შრატებს თუ ვიტამინებს იყენებს.