Liza’s Creams – ახალი ქართული კოსმეტიკური ბრენდი ბაზარზე
Liza’s Cream მომხმარებლებს ნატურალურ ინდგრედიენტებზე დამზადებულ სახის მოვლის პროდუქტებს სთავაზობს, რომელსაც ლიზა ზაზაძე საკუთარი ხელით ამზადებს. როგორია ბრენდის განვთარების გეგმები, „ბიზნესპარტნიორთან“ Liza’s Cream–ის დამფუძნებელი საუბრობს.
მისი თქმით, 10 წლის წინ უარი თქვა სახის მოვლის ქიმიური საშუალებების გამოყენებაზე და გადაწყვიტა ნატურალური კრემის დამზადება, რომელიც პანდემიის პერიოდში დამატებითი შემოსავლის საშუალებად აქცია.
„როდესაც ეს საქმე დავიწყე, არ მქონია გათვლა, რომ ამ ყველაფერს ბიზნესად ვაქცევდი. მაგრამ პანდემიის პერიოდში, დამატებითი საქმიანობის წამოწყება მომინდა და ჩემი #Handmade პროდუქტების რეალიზაციის და გაცნობის მიზნით, შევქმენი ფეისბუქ გვერდი. მომხმარებელს 100% ნატურალურ და ძვირფას ინგრედიენტებზე დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს ვთავაზობთ, როგორიციაა: დღისა და ღამის დამატენიანებელი, მკვებავი, ნაოჭების საწინააღმდეგო საცხი, lifting კრემი, აკნეს საწინააღმდეგო საშუალებები, თვალის კრემი, თმის ცვენის საწინააღმდეგო ზეთი, ჰიალურონის შრატი და კოსმეტიკური კრემ-საპონი,“– აღნიშნავს ბრენდის დამფუძნებელი.
პროდუქტის ღირებულება დამოკიდებულია მასში შემავალ ინგრედიენტებზე. ფასები 35 ლარიდან 80 ლარამდე მერყეობს. კომპანია კრემებისა და სხვადასხვა საშუალების დასამზადებლად იყენებს თაფლის სანთელს, შიის და ქოქოსის კარაქს, კაკაოს ზეთს, ასევე, ზეითუნის, ყურძნის წიპწის, არგანის, ავოკადოს და ნუშის და ხორბლის თავთავის ზეთს, კოლაგენს, 24 k Gold ოქროს ფირფიტებს და სხვადასხვა შრატებს თუ ვიტამინებს.
„კრემებს ვამზადებ ჩემი გამოცდილებით დაგრივილი ცოდნით. თითოეული საცხი იქმნება სასურველი ეფექტის მისაღებად. ყოველთვის ვითვალისწინებ მომხმარებლის მოთხოვნებს, ალერგიულ ფონს და ა.შ. პროდუქტი გათვლილია 15-დან 70-წლამდე ქალბატონებისთვის, ასევე ჩვენი მომხმარებლები არიან მამაკაცებიც,“ – ამბობს ლიზა ზაზაძე.
კომპანიის სამომავლო გეგმებშია წარმოების ახალ ეტაპზე გადასვლა, რომელიც წარმოების პროფილის გაფართოებას ითვალისწინებს, კერძოდ ტანის მოვლის საშუალებების დამატებას. ასევე შორეულ გეგმაშია მაღაზიის გახსნაც. მანამდე კი მომხმარებლებს Liza’s Cream-ის შეძენა ონლაინ შუძლიათ, მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით ხდება.
პროექტი სრულად კერძო ინვესტიციით განხორციელდა.