ლილო მოლი: ჩვენ უკვე ვუყურებთ ციფრებს და არა ადამიანების ემოციებს
„ლილო მოლის“ პრეზიდენტი ლევან გაგუა „ბიზნესპარტნიორთან“ შეზღუდვების 15 თებერვლამდე მოხსნასთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ მთავრობა აფიქსირებს სურვილს, რომ ასეთი ობიექტები რაც შეიძლება მალე გაიხსნას.
„ვარაუდი არის, რომ 15 თებერვალმდე გაიხსნას. ჩვენ დადებითი მოლოდინები გვაქვს. სახელმწიფოს თვითმიზანია, რომ გახსნას ბაზრობები, ეს კი სტატისტიკაზე უნდა იყოს დამყარებული. საუბარია, დადებითობის 4%-იან ნიშნულზე, ანუ ჩვენ უკვე ვუყურებთ ციფრებს და არა ადამიანების ემოციებს. მთავრობისგან 15 თებერვლამდე გახსნის პირდაპირი დაპირება არ მიგვიღია, თუმცა, განწყობას მივხვდით,“ - აცხადებს გაგუა.
მისი განცხადებით, “ლილო მოლი“ სიტუაციას საქმიანად უყურებს, შესაბამისად, ემოციას თავისი ზღვარი აქვს და გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ რითეილ სექტორში დასაქმებული ადამიანები 6 თვეა გაჩერებულები არიან, რაც გასათვალისწინებელი საკითხია.
შეგახსენებთ, დღეს გაიხსნა სავაჭრო მოლები. საკოორდინაციო საბჭომ ყველა ქალაქში, ღია და დახურული ბაზრობების გახსნის თარიღად კი 15 თებერვალი დაასახელა. დღემდე ასევე საბჭოს გადაწყევტილებით დაანონსებული იყო, რომ ბაზრობები და სავაჭრო ცენტრები 1 თებერვალს იხსნებოდა.
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი როდესაც 4%-ი გვექნება, ეკონომიკის გახსნა უკვე ფრთხილად იქნება შესაძლებელი.