ეკონომიკა
28/01/2021

"COVID-დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს მიუახლოვდა, რაც ეკონომიკის გახსნის საფუძველს იძლევა"

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს მიუახლოვდა, რაც ეკონომიკის გახსნის საფუძველს იძლევა.

„დეკემბრის ბოლოს, როდესაც მიზნობრივი შეზღუდვები დავაწესეთ, ამას ჰქონდა კონკრეტული მიზანი, სამწუხაროდ მაშინ ვირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში უაღრესად მაღალი იყო, ზოგ ქალაქებში 30%-ს გადააჭარბა. დღეის მონაცემებით შემიძლია გითხრათ, რომ გამოვლენილი ახალი შემთხვევა ჩვენთვის მაინც მაღალი ციფრია, თუმცა მიუახლოვდა 4%-ს.

როდესაც დადებითობის მაჩვენებელი გვექნება 4% ჩვენ უფრო თამამად, ფრთხილად, მაგრამ უფრო გონივრულად შეგვეძლება ეკონომიკის გახსნა 7 დღის განმავლობაში.

როგორც ჩანს, დღევანდელი ტენდენციები გვაძლევს ფრთხილი ოპტიმიზმის საშუალებას.

თუ მსგავსი ტენდენცია შევინარჩნეთ უახლოესი 1 კვირის განმავლობაში, დღეს უნდა დავიწყოთ მსჯელობა, ისე როგორც გავაკეთეთ ზაფხულში, ეტაპობრივი გახსნა ცოტა უფრო ადრე დავიწყოთ. ეს ეხება პირველ რიგში თბილისს, ქუთაისს, და რუსთავს“,- განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022