ბიზნესი
18/02/2021

ლაშა პაპაშვილის რჩევა ახალ პრემიერს: საკითხები ოთახიდან არ გადაწყვიტოს

ბიზნესმენი, კომპანია „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი „ქართულმა ოცნების" მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებას „ბიზნესპარტნიორთან“ აფასებს და აცხადებს, რომ ბიზნესისთვის მისი კანდიდატურა მისაღებია.

„მისი პრემიერობის დროს მთავრობა ბიზნესთან ახლოს იყო, იმედია, ეს ახლაც ასე იქნება. ახალ პრემიერს ვურჩევ ოთახიდან არ გადაწყვიტოს საკითხები და ჰქონდეს უფრო მეტი კომუნიკაცია როგორც ბიზნესთან, ისე სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებთან. პროცესებს ოთახიდან ვერ მართავს,“ - აცხადებს ლაშა პაპაშვილი.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობის შესახებ დღეს განაცხადა. მან მიზეზად ნიკა მელიას დაპატიმრება და გუნდთან ამ საკითხზე შეუთანხმებლობა დაასახელა. „ქართულმა ოცნებამ" კი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს უნდა წარუდგინოს.

ინფორმაციისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი ამ ეტაპზე თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელია. ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 დეკემბრამდეც იკავებდა.