საზოგადოება
18/02/2021

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დასახელდა

„ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს უნდა წარუდგინოს.

საკანონმდებლო ორგანო, მთავრობას ნდობას, პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან 2 კვირის ვადაში უცხადებს. გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა, შესაბამისად ქვეყანას ახალი პრემიერი 4 მარტამდე ეყოლება.

მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებას, კონსტიტუციის თანახმად, სჭირდება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.

თუ პარლამენტი მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობას არ გამოუცხადებს, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.

ინფორმაციისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი ამ ეტაპზე თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელია. ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 დეკემბრამდეც იკავებდა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022