ბიზნესი
23/12/2020

“ხვალიდან 2 იანვრის ჩათვლით, მუშაობის უფლება მოგვცეს“ - სავაჭრო ცენტრი “საბა“

სავაჭრო ცენტრი „საბას“ ხელმძღვანელი პაატა კაჭარავა „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ  მთავრობისგან მიიღო უფლება, ხვალიდან 2 იანვრის ჩათვლით სავაჭრო ცენტრმა იმუშაოს. შესაბამისად, “საბა“ ხვალ 09:00 საათიდან 19:00 საათამდე, ყველა წესის დაცვით გაიხსნება.

„დავაკვირდებით ნაკადებს და იმის მიხედვით, გავახანგრძლივებთ ან შევამცირებთ სამუშაო დროს. ყველა სტრუქტურამ გვითხრა, რომ გავიხსნათ, ასე რომ პრობლემა არ არის“-აცხადებს კაჭარავა.

შეგახსენებთ, ხვალიდან  2 იანვრის ჩათვლით იხსნება სავაჭრო მოლები. შეზღუდული დარჩება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. ასევე ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვა და ვერ გაიხსნება ბაზრობები. 

სავაჭრო ცენტრი „საბას“ ადმინისტრაცია დღეს დილიდან აცხადებდა, რომ იყო გარუკვეველ ვითარებაში, რადგან მას მთავრობის რამდნეიმე უწყებაში სხბვადასხვა პასუხს აძლევდნენ.