ბიზნესი
02/03/2023

Georgian Bicycle Group: ჩვენი მომხმარებელი სასურველი დიზაინის ველოსიპედს თავადვე შექმნის

Georgian Bicycle Group-ის მიერ წარმოებული ქართული ველოსიპედი თავდაპირველად 2 სახეობის იქნება - სამთო უნივერსალური, რომელიც გამოიყენება როგორც ქალაქში, ისე მთის ბილიკებზე და ასევე, ელექტრო ველოსიპედი.

როგორც "ბიზნესპარტნიორს" Georgian Bicycle Group-ის დამფუძნებელმა ბექა კიკნაველიძემ განუცხადა, ღირებულება  ერთის შემთხვევაში 1500 ლარიდან, მეორეს შემთხვევაში კი 4000 ლარიდან დაიწყება. ადგილობრივი წარმოების ველოსიპედი ქართული ბაზრის გარდა უცხოეთშიც გაიყიდება და საწყის ეტპზე, ექსპორტზე მეზობელ ქვეყნებში გავა.

„ქართული წარმოების ველოსიპედის უპირატესობა იქნება ისიც, რომ მომხმარებელის სასურველი დიზანის და ფერის ველოსიპედის აწყობას თავადვე შეძლებს. შევა ჩვენს ვებგვერდზე, ონლაინ აირჩევს რანაირი და როგორი ველოსიპედი უნდა. ჩვენ 5 წუთში მივიღებთ შეკვეთას და უკვე კონკრეტული მომხმარებლის გემოვნებაზე მორგებულ ველოსიპედს შევქმნით“, - აღნიშნა ბექა კიკნაველიძემ.

ცნობისთვის, პირველი ქართული ველოსიპედი, ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში, ბაზარზე 2023 წლიდან გამოვა, ყველაზე პესიმისტური სცენარით კი მომხმარებელი ქართული ველოსიპედით სარგებლობას 2025 წლიდან შეძლებს. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022