ბიზნესი
01/03/2023

პირველი ქართული ველოსიპედის წარმოება იწყება - გაყიდვები შესაძლოა წლის ბოლოდან დაიწყოს

საქართველოში მალე ადგილობრივი წარმოების ველოსიპედები გამოჩნდება. ველობაზა, სადაც 2 სახეობის ველოსიპედი აეწყობა, რამდენიმე კვირაა გაიხსნა.

უკვე მზად არის ქართული კონცეფციით შექმნილი ველოსიპედის ჩარჩოც და პროექტი, რომელიც ჯერ პანდემიის, შემდეგ კი რუსეთ-უკრაინის გამო, რამდენჯერმე გადავადდა, 2023 წლიდან კი მასზე მუშაობა  ოფიციალურად განახლდა.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Georgian Bicycle Group-ის დამფუძნებელმა ბექა კიკნაველიძემ განუცხადა, ველოსიპედის წარმოებაში მთავარი სწორედ ჩარჩოს შექმნაა.

„ამჟამად, ველოდებით ნაწილების ჩამოსვლას. უმსხვილესი და ძალიან ცნობილი იაპონური ბრენდის - „შიმანოს“ ნაწილებით აეწყობა ქართული ველოსიპედი. თუ ვინმე იკითხავს, რანაირად იქნება უცხოური ნაწილებით აწყობილი ველოსიპედი ქართული - შემიძლია გითხრათ, რომ ცნობილი გერმანული და ამერიკული ბრენდის ველოსიპედებიც იწყობა იაპონური დეტალებით და მეტსაც გეტყვით, არც ერთი არ დუღდება ადგილზე“, - აღნიშნა ბექა კიკნაველიძემ.

მისივე ინფორმაციით, Georgian Bicycle Group-ი მომხმარებელს სამთო-უნივერსალურ და ელექტო ველოსიპედებს შესთავაზებს.

როგორც ბექა კიკნაველიძე აცხადებს, პირველი ქართული ველოსიპედი, ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში, ბაზარზე 2023 წლიდან გამოვა, ყველაზე პესიმისტური სცენარით კი მომხმარებელი ქართული ველოსიპედით სარგებლობას 2025 წლიდან შეძლებს. 

პირველი ქართული ველოსიპედი როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში გაიყიდება და მისი ღირებულება 1500 ლარიდან დაიწყება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022