"ელმავალმშენებელის" ქარხანა ₾19.5 მლნ-ად "საქართველოს ბანკმა" იყიდა
თბილისში გურამიშვილის გამზირზე, N84-ში მდებარე სააქციო საზოგადოება “ელმავალმშენებლის” უძრავ-მოძრავი ქონება "საქართველოს ბანკმა" შეიძინა. აღნიშნული "ბიზნესპარტნიორს" თავად "საქართველოს ბანკმა" დაუდასტურა.
"ელმავალმშენებლის" ქარხანა 19.5 მილიონ ლარად გაიყიდა.
ობიექტი ელექტრონულ აუქციონზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოიტანა.
სს „ელმავალმშენებელი“ 1998 წელს დარეგისტრირდა.
საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს ინფორმაციით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ამ კომპანიის აქციების 87%-ის მფლობელი ოფშორში, მალტაზე რეგისტრირებული კომპანია შპს „ლოკო ტრანს კომპანია“, 12.8%-ს საქართველოს სახელმწიფო ფლობს, 0.2%-ს კი შრომითი კოლექტივი.
„ელმავალმშენებლის“ ძირითადი საქმიანობა მაგისტრალური ელმავლების მშენებლობა, სათადარიგო დეტალების დამზადება და ელმავლების კაპიტალური შეკეთებაა.