ეკონომიკა
07/03/2023
თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა ₾48.8 მლნ-ად იყიდება
აღსრულების ეროვნული ბიურო, თბილისში გურამიშვილის გამზირზე, N84-ში მდებარე სააქციო საზოგადოება “ელმავალმშენებლის” უძრავ და მოძრავ ქონებას ყიდის.
eauction.ge-ზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ხდება ცნობილი, აქტივის გასაყიდი ფასი 48.8 მილიონი ლარია. აუქციონი 2 მარტს დაიწყო და 9 მარტს სრულდება.
სს „ელმავალმშენებელი“ 1998 წელს დარეგისტრირდა.
საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს ინფორმაციით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ამ კომპანიის აქციების 87%-ის მფლობელი ოფშორში, მალტაზე რეგისტრირებული კომპანია შპს „ლოკო ტრანს კომპანია“, 12.8%-ს საქართველოს სახელმწიფო ფლობს, 0.2%-ს კი შრომითი კოლექტივი.
„ელმავალმშენებლის“ ძირითადი საქმიანობა მაგისტრალური ელმავლების მშენებლობა, სათადარიგო დეტალების დამზადება და ელმავლების კაპიტალური შეკეთებაა.