ბიზნესი
28/01/2022

BOO Jewellery - ქართული ბრენდი, რომელიც მსოფლიოს ყურადღებას იქცევს

ქართული ბრენდის სამკაკულები მსოფლიოს ყურადღებას იქცევს. BOO Jewellery–ის აქსესუარები მაღალი მოდის სხვადასხვა კვირეულზე, შოუებსა და მათ შორის Netflix–ის სერიალშიც შეგხვდებათ.

კომპანიის დამფუძნებელი "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ პანდემიის პერიოდში წარმოება, გაყიდვები არ შეჩერებულა და ბრენდის ცნობადობა კიდევ უფრო გაიზარდა.

"ეპიდვითარებას ხელი არ შეუშლია, შეიძლება ითქვას პირიქით, უფრო ბევრმა ადამიანმა გაიგო ჩვენი ბრენდის შესახებ. ბაზრის სიდიდიდან გამომდინარე, უცხოეთში გაყიდვების მაჩვენებელი საქართველოზე ბევრად მაღალია. საკმაოდ დიდი გუნდი ვართ და ვცდილობთ, მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ მოთხოვნა. თუმცა, საქართველოშიც BOO Jewellery-ს პროდუქცია ძალიან მოთხოვნადია და ხშირ შემთხვევაში მოთხოვნას ფიზიკურად ვერ მიყვებიან, რადგან თითოეული სამკაული ხელნაკეთია და მის დამზადებას დრო სჭრიდება.

2021 წელი ბრენდისთვის წარმატებული აღმოჩნდა და 2022 წელს ჩვენი მოლოდინები კიდევ უფრო პოზიტიურია, რის საფუძველსაც ჩვენი ბოლო ჩვენების, The Future–ს შემდეგ მიღებული გამოხმაურებები გვაძლევს. უამრავი შემოთავაზება გვაქვს მოდის კვირეულებიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომ საქართველოს სახელით აქსესუარები საერთაშორისო ბაზარზე გავიტანოთ. ასევე, უკვე ვმუშაობ ახალ კოლექციაზე." – აღნიშნავს BOO Jewellery–ის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი.

BOO Jewellery ჯერ მხოლოდ 3 წელია ბაზარზეა და ამ დროის განმავლობაში ბრენდის შოურუმები წარმოდგენილია კიევში, მოსკოვსა და ბერლინში. ამას გარდა, მსოფლიოს გარშემო 15-მდე ქვეყანასთან თანამშრომლობს როგორიცაა: აშშ, იტალია, საფრანგეთი, შვეიცარია, ლიეტუვა, ლატვია, იაპონია და სხვა.

"შემოთავაზებები გვქონდა საფრანგეთისა და ნიუ–იორკის მოდის კვირეულებიდან, სხვადასხვა თრეიდ შოუდან. საერთაშორისო ბრენდებთან არაერთხელ გვქონია კოლაბორაცია, მათ შორის Samsung-თან, ტანისამოსის ცნობილ ბრენდებთან. BOO Jewellery მოხვდა ELLE–ის გარენკანზეც, ასევე წინა ზაფხულს Netflix-ისგან მივიღეთ მოწვევა, დაუკავშირდნენ ჩვენს წარმომადგენლობას ესპანეთში და თანამშრომლობის ფარგლებში, ცნობილი სერიალის Elite-ის ერთ-ერთ მსახიობს, მთელი მეოთხე სეზონის განმავლობაში, ჩვენი სამკაულები ეკეთა," – ამბობს თამუნა ჯიქია. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

კაზინო "ივერიას" წმინდა საოპერაციო მოგება 86%-ით გაიზარდა
01

02/08/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
02

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
05

18/08/2020
ტურიზმი

რაჭაში, სასტუმრო "სანსეტ შოვმა" ორწლიანი პაუზის შემდეგ ოპერირება განაახლა
06

11/07/2023