ასე ქვეყნები ვერ ვითარდებიან - ირაკლი იაშვილი გახარიას გადადგომაზე
„ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას „ბიზნესპარტნიორთან“ აფასებს.
ბიზნესმენი სიტუაციას ნეგატიურს უწოდებს და აცხადებს, რომ ქართული საზოგადოება მსგავს პოლიტიკურ პროცესებს უკვე მიეჩვია და ერთგვარი იმუნიტეტი გამოიმუშავა.
კითხვაზე, რა პროცესებს უნდა ველოდოთ ბიზნესსა და ეკონომიკაში, იაშვილი აცხადებს, რომ დღეს ქვეყანაში ამაზე არავინ ფიქრობს. რაც შეეხება პროგნოზებს, იაშვილის განცხადებით, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
„მე ეგეთი კაცი, ვინც ეკონომიკაზე და ბიზნესზე ფიქრობს, ვერ ვიპოვე, შეიძლება იყოს ერთი ან ორი ადამიანი. მთავრობის მოულოდნელი გადადგომა, ნეგატიურ პროცესებს გამოიწვევს, ასე ქვეყნები ვერ ვითარდება. სავარაუდოდ, ისევ შევდვივართ იმ მორევში, სადაც ვიყავით. ქვეყანას ჰქონდა მცდელობა 30 წლიანი ჭაობიდან გამოსულიყო, თუმცა, ისევ მიგვათრევენ უკან. ალბათ ჩვენი ბედისწერაა, რომ ამ მორევში ვიყოთ“-აცხადებს იაშვილი.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიამ თანამდებობის დატოვების შესახებ ცოტა ხნის წინ განაცხადა. მან მიზეზად ნიკა მელიას დაპატიმრება და გუნდთან შეუთანხმებლობა დაასახელა.