ზურაბ პოლოლიკაშვილი: მრავალფეროვანი რეგიონები გვაქვს და გასტრონომიაც განსხვავებულია
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ზურაბ პოლოლიკაშვილი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად საქართველო ტურისტულ მიმზიდველობას არ კარგავს.
როგორც მან „ბიზნესპარტნიორთან“ ინტერვიუში განაცხადა, ინვესტიცების ჩადება რამდენიმე მიმართულებითაა საინტერესო.
„რა თქმა უნდა, ბევრი ახალი პროექტისა და საინტერესო მიმართულების განვითარება შეიძლება. მათ შორის, სამედიცინო ტურიზმის. ხვალინდელი ტურისტი ძალიან დიდ ყურადღებას მიაქცევს თუ რამდენად მზად არის ქვეყანა სანიტარულად იმისთვის, რომ რაიმე შემთხვევაში მოგზაურობის დროს საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სამედიცინო სერვისების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეს.
სამთო კურორტების განვითარებასთან დაკავშირებით მიმაჩნია, რომ დიდი შესაძლებლობებია მთიანი რეგიონების ნაწილში. ასევე, ძალიან კარგია სოფლის მეურნეობის ტურიზმის განვითარებაც. მრავალფეროვანი რეგიონები გვაქვს და გასტრონომია ძალიან განსხვავებულია. ამ ყველაფერს დახვეწა და ინვესტიციები დასჭირდება“,- განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.