ტურიზმი
22/01/2021
ზამთრის კურორტებზე შეზღუდვები ძალაში რჩება
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ელი თებერვლიდან შეზღუდვების შემსუბუქება ზამთრის კურორტებს არ შეეხება.
„შეზღუდვები რჩება სათხილამურო კურორტებზე“,- აღნიშნა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, ზამთრის კურორტებზე შეზღუდვები 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესდა.
ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში გაჩერებულია სათხილამურო ტრასები და საბაგიროების ფუნქციონირება. სასტუმროების მუშაობა კი, დასაშვებია მხოლოდ საკარანტინე სივრცეების მოსაწყობად.