ტურიზმი
05/03/2021

WizzAir: ამ ეტაპზე ნაადრევია ფრენების დაწყების თარიღის დაკონკრეტება

Wizz Air ადასტურებს, რომ საქართველოში ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით საქართველოს სამოქალაქო ავიაციას მიმართა, თუმცა კომპანია ვერ აკონკრეტებს ფრენების დაწყების ზუსტ თარიღს.

კომპანიის ცნობით, Wizz Air-მა განაცხადი საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ზაფხულის საავიაციო სეზონზე (რომელიც 28 მარტს იწყება) ფრენების  ნებართვებისა და სლოტების მოსაპოვებლად უკვე წარადგინა. 

„ამ ეტაპზე ნაადრევია კომენტარის გაკეთება ფრენების დაწყების თარიღთან დაკავშირებით, რადგან სიტუაცია ძალაინ ცვალებადია და მთავრობები ყველაფერს აკეთებენ COVID-19– ის გავრცელების შესაკავებლად,“ - განმარტავენ კომპანიაში.

Wizz Air განაახლებს ფრენებს საქართველოდან, როგორც კი რეგულაციები და შეზღუდვები ამის შესაძლებლობას მისცემს და ბაზარზე შესაბამისი მოთხოვნა იქნება.

იქვე აცხადებენ, რომ Wizz Air ერთგული რჩება საქართველოსი და ქუთაისის აეროპორტიდან მუშაობის განაახლების და ფრენებს განაახლებს როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022