ტურიზმი
02/10/2023

WIZZ AIR-ს მსოფლიო ტურიზმის ჯილდო გადაეცა

Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი და ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია გლობალურად*, რიგით 30-ე მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების გამარჯვებულია, როგორც „ევროპის წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია 2023“. ავიაკომპანიამ აღიარება მოიპოვა თავისი ურყევი ვალდებულებისთვის, უზრუნველყოს მომხმარებლები მსოფლიო დონის მომსახურებითა და პიონერული მდგრადი საავიაციო პრაქტიკით.

მსოფლიო ტურიზმის ჯილდო გადაეცემათ კომპანიებს, მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიაში წარმატებული და ინოვაციური ოპერირების აღსანიშნავად. ეს აღიარება აძლიერებს Wizz Air-ის, როგორც გლობალური ლიდერის პოზიციას, რომელიც მგზავრებს შეუდარებელი ხარისხით ემსახურება და გარემოს მინიმალურ ზიანს აყენებს.

სრულყოფილება მომხმარებელთა მომსახურებასა და მდგრად ფრენაში

ბათუმში ჯილდოს აღებისას, Wizz Air-ის კომუნიკაციების უფროსმა მენეჯერმა ანდრაშ რადომ კომენტარი გააკეთა: „ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ჟიურიმ Wizz Air აირჩია ამ პრესტიჟული ჯილდოსთვის. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ვალდებულება მომხმარებელთა მაღალი დონის მომსახურებისა და მდგრადი ფრენისადმი არის სწორი გზა. ეს აღიარება გამოხატავს ჩვენი შრომისმოყვარე გუნდისა და ჩვენი მგზავრების ერთგულებას“.

Wizz Air მუდმივად ხაზს უსვამს თავისი ერთგულებას მომხმარებელთა მომსახურების დონის ამაღლებაზე. მხოლოდ გასულ წელს, ავიაკომპანიამ 45 მილიონზე მეტ მგზავრს შეუფერხებელი და სასიამოვნო მოგზაურობა შესთავაზა. ავიაკომპანიის ერთგულება მდგრადი ეკოლოგიისადმი აისახება ისეთ ინიციატივებში, როგორიცაა ეფექტური წვის თვითმფრინავები, ინვესტიციები მდგრად საავიაციო საწვავსა და მრავალფეროვან ავიაკომპანიაში - Wizz Air აერთიანებს 100 სხვადასხვა ეროვნების თანამშრომელს. ავიაკომპანიის ფოკუსშია გარემოზე ზემოქმედება, ეს გამოიხატება CO2-ის ემისიების ინტენსივობის მუდმივი შემცირებასა და 185 თვითმფრინავზე ისეთი ცვლილებების შემოტანით, როგორიცაა ბიოდეგრადირებად დანა-ჩანგალზე გადასვლა, რეციკლირებული ტყავის სავარძლების გამოყენება და პილოტებისთვის ბორტზე დაბეჭდილი ყველა მასალის ელექტრონული მოწყობილობებით ჩანაცვლება.

ავიაკომპანიების ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად, Wizz Air მტკიცედ მიჰყვება თავის მისიას, უზრუნველყოს განსაკუთრებული მომსახურება მოგზაურებისთვის. მსოფლიო ტურიზმის ჯილდო არის ავიაკომპანიის ერთგულების სიმბოლო, რომ გააკეთოს სწორი საქმე როგორც მისი მგზავრებისთვის, ასევე გარემოსთვის.

* CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence 2022

Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი, ულტრა-ბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც ოპერირებს 185 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებას და ძალიან დაბალ ტარიფებს, რამაც Wizz Air გახადა საუკეთესო არჩევანი  51.1 მილიონი მგზავრისთვის 2023 ფინანსურ წელს (F23), რომელიც მთავრდება 2023 წლის 31 მარტს. Wizz Air განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ათეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. ასევე Wizz Air დასახელდა, „წლის ავიაკომპანიად“ 2019, 2020 და 2023 წლებში ATW-ის მიერ, ეს ყველაზე დიდი პატივია, რაც კი შეიძლება ავიაკომპანიამ ან ავიაციაში მოღვაწე ინდივიდმა მიიღოს. Wizz Air ასევე აღიარებულია, როგორც „ყველაზე მდგრადი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია“ World Finance Sustainability Awards 2022-ში და მიღებული აქვს ტიტული „გლობალური გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზები“ CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence 2022-ის მიერ.

 

 

Businesspartner