ტურიზმი
09/12/2020

Wizz AIR-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზების დაბრუნებას გეგმავს

Wizz AIR-ი  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზების დაბრუნებას გეგმავს. ამ ეტაპზე კომპანიაში ფიქრობენ, რომ ბაზაზე იმ 2 საჰაერო ხომალდს შინარჩუნებენ, რომელიც საქართველოში პანდემიამდე ჰყავდათ.

„როდესაც ოპერირებას აღვადგენთ, ვაპირებთ იმ 2 თვითმფრინავის დაბრუნებას, რომელიც საქართველოში გვყავდა ბაზირებული. სხვა განვითარებაზე ახლა ვერ გეტყვით, რადგან ჯერ უნდა შევხედოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, რა სახის შეზღუდვები იქნება და რამდენი მიმართულებით შევძლებთ ფრენას“,- განაცხადა „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ანდრაშ რადომ.