ტურიზმი
26/04/2021

Wizz Air-ი ბილეთების გაძვირებას არ აპირებს

კორონა ვირუსის პანდემიით გამოწვეული ნეგატიური შედეგების მიუხედავად, Wizz Air-ი ბილეთების ფასების მატებას არ აპირებს. როგორც ავიაკომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ანდრაშ რადო „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ავიაბაზარზე მგზავრებს კონკურენტული გარემო დახვდებათ.

„რა თქმა უნდა, კორონა ვირუსმა უარყოფითი გავლენა მოახდინა ყველაფერზე, მათ შორის ავიაციაზე, მაგრამ გარწმუნებთ, ბილეთების ფასები დარჩება დაბალი. ის არ გაიზრდება. მოგზაურებს არა მარტო Wizz Air-ი, არამედ ყველა ავიაკომპანია კარგ კონკურენტულ გარემოს შესთავაზებს“,- განაცხადა რადომ.

ცნობისთვის, Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები უკვე განაახლა. პირველი რეისი 17 აპრილს ვილნიუსის მიმართულებით შესრულდა, 18 აპრილიდან კი აღდგა რეგულარული საერთაშორისო ავიარეისები ვარშავის მიმართულებითაც. მაისიდან აღდგება ასევე დორტმუნდისა და რიგის მიმართულებები.