ტურიზმი
17/03/2021
ვიზიტორთა მიღება საქართველოს მხოლოდ 5 დაცულ ტერიტორიაზეა შეჩერებული
ამ ეტაპზე ვიზიტორთა მიღება საქართველოს მხოლოდ 5 დაცულ ტერიტორიაზეა შეჩერებული. ესენია მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი, პრომეთეს მღვიმე და სათაფლიას მღვიმე. ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორს“ დაცული ტერიტორიების სააგენტოში განუცხადეს.
“აღნიშნული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრებში, დახურულ სივრცეებსა და მცირე მანძილებზე თავს იყრიდა ვიზიტორთა ისეთი რაოდენობა, რომელიც პანდემიის გავრცელების რისკს ზრდიდა. ბოლო დროს, შემსუბუქებული რეგულაციებიდან გამომდინარე, სააგენტო აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ეფექტურად მოხდეს აღნიშნულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა მიღების აღდგენა“,- აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.