ტურიზმი
30/09/2020
ვატო ასათაშვილი: რეალური ფინანსური კრიზისი ტურიზმის სექტორში ახლა იწყება
ტურისტული ბაზრის მოთამაშეები სექტორში რეალური კრიზისის დაწყებას უახლოეს მომავალში ელიან.
„ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელი, ვატო ასათაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ კორონავირუსის პანდემიით მიყენებული ზიანი დარგისთვის ყველაზე თვალსაჩინო ზამთრის დადგომასთან ერთად გახდება.
„თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტურისტული თვალსაზრისით 2020 წელი ჩავარდა. დაწყებული ზაფხულის სეზონით და დამთავრებული 2021 წლის ზამთრის სეზონით. რა შედეგიც გვექნება, ეს არის გაკოტრებული კომპანიები. რეალური ფინანსური კრიზისი ტურიზმის სექტორს ახლა, სექტმებრის ბოლოს ეწყება. ჯერ კიდევ წინ გვაქვს უარყოფითი შედეგები, რაც ზამთრის დასაწყისში თვალსაჩინო გახდება“,- ამბობს ასათაშვილი.