ტურიზმი
09/12/2022

ვალერი ჩეხერია: ბიზნესმა ცნობილი SPA ბრენდების შემოყვანაზე უნდა იმუშაოს

რამდენად მიმზიდველია საქართველოს კურორტები ინვესტორებისთვის.

ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ, რაც მთავრობამ კურორტების განვითარება და მათი აუქციონზე გატანა დაანონსა.

კურორტების განახლება-რეაქბილიტაციის მიზნით 200 მლნ ლარია გათვალისწინებული. შესწავლილია 100 ზე მეტი კურორტი.

ამ თემაზე გადაცემაში "ბიზნესი რუსთავი 2-ზე" SLOW Group-ის ბიზნესის განვითარების დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ ისაუბრა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ იქნებიან მოწვეული კარგი, მსოფლიოში ავტორიტეტული სპეციალისტები, რომლებიც გააკეთებენ კვლევას და ზუსტად წარმოადგენენ თუ რა პოტენციალი აქვს კურორტს, ძალიან აქტიურად წამოვა დაინტერესება ინვესტორების მხრიდან.  

"პანდემიის და ტურიზმის რეაბილიტაციის შემდეგ ყველაზე აქტიურად დაიყო გამაჯანსაღებელმა კურორტებმა მუშაობა. მსოფლიო ტურიზმის სტატისტიკასაც თუ შევხედავთ, მოთხოვნასთან ერთად ფასიც ყველაზე მეტადაა გაზრდილი ამ მიმართულებით. რეალურად, 50%-ით გაიზარდა სასტუმროს ფასები, დატვირთულობა 30%-მდე, შესაბამისად საქართველოს შეუძლია იყოს კონკურენტუნარიანი და მოიზიდოს მაღალმხარჯველი ტურისტები.

პოტენციალთან ერთად, აუცილებელია სახელმწიფომ შეისწავლოს რისკებიც. შემდეგ უკვე ბიზნესმა უნდა იმუშაოს ცნობილი SPA ბრენდების შემოყვანაზე, რაც დამსვენებლის მოზიდვის კიდევ ერთი საშაულებაა. საშუალოდ, მარალმხარჯველიანი ტურისტი დაახლოებით 10 დღიან ან 3 კვირიან დასვენებაზე 15-30 ათას ევროს ხარჯავს. საქართველოშიც სავარაუდოდ ასე იქნება"-აღნიშნავს ვალერი ჩეხერია. 

ცნობისთვის, Slow group-ი ერთ-ერთი მსხვილი გერმანული კომპანიაა. როგორც რამდენიმე თვის წინ კომპანიის პარტნიორმა და ბიზნესის განვითარების დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი" ისაუბრა სპა/გამაჯანსაღებელი კურორტები, ფერმერული განვითარება და სუფთა საკვები ისმიმართულებებია, რითაც Slow group-ია დაინტერესებული. 

Businesspartner