ტურიზმი
12/10/2022

თურქული ავიაკომპანიები ფრენის დაწყებას ქუთაისის აეროპორტიდანაც გეგმავენ

თურქეთსა და საქართველოს შორის ავიარეისების სიხშირეები იზრდება. თურქეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა თურქული ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

„თურქეთის ავიახაზებისა“ და „პეგასუსის“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბარი საქართველოს მიმართულებით ავიარეისების ოთხივე სეზონზე შესრულებას შეეხო. გამოითქვა მზაობა, ზამთრის სეზონზე ბათუმის მიმართულებით ოპერირება კვირაში 5 სიხშირით გაგრძელდეს, რაც აჭარაში ტურისტული ნაკადების ზრდას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

აღინიშნა, რომ ავიაკომპანია „პეგასუსი“ საქართველოს მიმართულებით ანკარიდან ფრენებს იწყებს და პირველი ავიარეისი 2 ნოემბერს შესრულდება.

შეხვედრის ფარგლებში, საუბარი ასევე შეეხო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით „თურქეთის ავიახაზებისა“ და ავიაკომპანია „პეგასუსის“ მიერ შესაძლო ავიარეისების დანიშვნის საკითხს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022