ტურიზმი
23/07/2020
ტურიზმის ინდუსტრიაში ადგილობრივები ₾0.5 მლრდ-ის კონტრიბუციას შეიტანენ
Galt&Taggart-ის პროგნოზით, წელს ტურისტული თვალსაზრისით საქართველოს მოსახლეობა ქვეყანაში 500 მილიონ დოლარს დახარჯავს. მიზეზი კორონა ვირუსის პანდემია და ამის გამო ჩაკეტილი საზღვრებია.
„ჩვენი გათვლებით ეს იქნება დაახლოებით 500 მილიონი დოლარი. რაც ტურიზმს საერთაშორისო ვიზიტორების შემოსვლის აკრძალვის გამო დააკლდება იმის დაახლოებით 46%-ს აანაზღაურებს. რა თქმა უნდა, ეს თანხა ძალიან ცოტაა, თუმცა გარკვეულ შეღავათს მისცემს ტურისტულ ინდუსტრიას. 500 მილიონიდან 300 მილიონი ის თანხაა, რომელიც ქვეყანაში იმიტომ დაიხარჯება, რომ აღარ იმოგზაურებენ საზღვარგარეთ. დანარჩენი 200 მილიონი დოლარი კი ის არის, რასაც რეგულარულად ყოველწლიურად ისედაც ვხარჯავდით“,- აღნიშნა Galt&Taggart-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, ევა ბოჭორიშვილმა.