ტურიზმი
19/07/2021

ტურიზმის გრძელვადიანი სტრატეგიის მთავარი მიზანი რეგიონების ცნობადობის გაძლიერება იქნება

ტურიზმის გრძელვადიანი სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი რეგიონების ცნობადობის გაძლიერება იქნება. სახელმწიფო უწყებების რესურსი სწორედ ამ მიმართულებით მიიმართება.

ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომელიც პარლამენტში 2020 წლის საქმიანობის შედეგებს აჯამებს და დეპუტატებს სამომავლო გეგმებს აცნობს.

"ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი რეგიონალური მიმართულება იქნება, მაგალითად, იმერეთი. იქ ჩვენ გვაქვს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი. ვაპირებთ, რომ ისეთივე ინტენსივობით დავიწყოთ იმერეთის პოპულარიზაცია, როგორც თავის დროზე დავიწყეთ დედაქალაქის, ბათუმის, კახეთის პოპულარიზაცია. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტურისტულად უკვე აქტიური რეგიონები ჩვენი ყურადღების ცენყრში აღარ იქნებიან. უბრალოდ, რესურსი მეტად წავა იმ რეგიონებზე, რომელსაც უფრო მეტად სჭირდებათ დღეს ჩვენი მხარდაჭრა",- განაცხადა ქვრივიშვილმა.