ტურიზმის ასოციაცია: უცხოელ ტურისტებში პოსტკოვიდ სარეაბილიტაციო სერვისები საკმაოდ მოთხოვნადია
ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ნატა კვაჭანტირაძე „ბიზნესპარტიორთან“ იმ ძირითად სამედიცინო მიმართულებებზე საუბრობს, რომლის მისაღებადაც უცხოელი ვიზიტორები საქართველოში პანდემიის მიუხედავად ჩამოდიან.
მისი თქმით, საკმაოდ დიდი ინტერესია პოსტკოვიდ სარეაბილიტაციო სერვისებზე.
„ბევრი ტურისტი, რომელიც თუნდაც ზაფხულში სტუმრობდა საქართველოს, მათ შორის, ბორჯომს, წყალტუბოს, მაღალმთიან რაიონებს, ამ მიზნით ჩამოდიოდნენ. ზოგადად, სამედიცინო ტურიზმი ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია,“ - აცხადებს კვაჭანტირაძე.
მისივე ინფორმაციით, სამედიცინო ტურიზმით ინტერესდებიან ისეთი ქვეყნები, როგორიაა, ყაზახეთი, უზბეკეთი.
როგორც კვაჭანტირაძე აცხადებს, პანდემიიდან გამომდინარე ზოგადად, სამედიცინო ტურიზმზე მოთხოვნა ნახტომისებურად არ გაზრდილა, თუმცა შემცირებაც არ არის.
მისი ინფორმაციით, ძალიან პოპულარულია სტომატოლოგიური და ესთეტიკური მედიცინის მიმართულება, ასევე საკმაოდ მოთხოვნადია თმის გადანერგვის ოპერაციებიც.