ტურიზმი
03/08/2022
წინა ციხე: შატილს ძირითადად უცხოელი ტურისტები სტუმრობენ
“წინა ციხე” შატილის ერთ-ერთ კოშკში მდებარე 9 ნომრიანი სასტუმროა, რომლის დამფუძნებელი შორენა ლიქოკელი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ სასტუმრო მიუხედავად დატვირთულია და მუშაობს.
„ივლისის თვე ჩაგვივარდა, ცუდი ამინდის დ სტიქიის გამო დაზიანდა გზა, ადგილობრივი ჰესი, რამაც ტურისტული სეზონი ნახევარ ჩააგდო. ასეთ პირობებში ტურისტი ფიზიკურად ვერ იქნებოდა.
ახლა მდგომარეობა დადებითისკენ შეიცვალა, არის როგორც ადგილობრივი ტურისტი, ისე დამსვენებლები უცხოეთიდან, ძირითადად, ევროპიდან- აცხადებს ლიქოკელი.
სასტუმრო „წინა ციხის“ მფლობელი მოლოდინებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ დიდი ალბათობით აგვისტოს თვე აქტიური იქნება, რაც სასტუმროს შემოსავლებზე დადებიტად აისახება.