ტურიზმი
20/05/2022

წალკის კანიონზე მაღალი კლასის სასტუმრო ოპერირებას 2023 წლიდან დაიწყებს

წალკის (დაშბაშის) კანიონში მაღალი კლასის სასტუმრო  ოპერირებას 2023 წლიდან დაიწყებს.

როგორც კომპანია KASS LAND-ის  დირექტორი ეკა თორდია „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს,სასტუმრო დიდი ალბათობით 5 ვარსკვლავიანი იქნება.

კითხვაზე, განიხილება თუ არა პროექტის ფარგლებში არსებულ სასტუმროში საერთაშორისო ოპერატორ კომპანიასთან თანამშრომლობა, თორდია აღნიშნავს, რომ საერთშორისო  ბრენდის შემოსვლა არ განიხილება, სასტუმროს მართვას კი KASS LAND-ი განახორციელებს.

საჯარო კერძო პარტნიორობის პროექტის ფარლებში, რომელიც საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე პირველად ხორციელდება, გრანდიოზული მულტიფუნქციური სივრცის მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით, კანიონზე სრულიად უნიკალური შუშის ხიდის  გარდა, რომელიც 14 ივნისს იხსნება, მოეწყო ინფრასტრუქტურა თანმდევი ეკოტურისტული - ბილიკებით, ვიზიტორთა ცენტრით, კოტეჯებით, სასტუმროთი და რესტორნით.

პროექტის მიხედვით, აშენდა თანმდევი ეკოტურისტული - ბილიკები, ვიზიტორთა ცენტრით, მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე სასტუმრო, კოტეჯი, რესტორანი და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო. თორდიას ინფორმაციით, საწყის ეტაპზე, ფუნქციონირებას 20 კოტეჯი დაიწყებს. ამავე სეზონზე კოტეჯების რაოდენობა 62 იქნება.

ინფორმაციისთვის,ვიზიტორები შეძლებენ ისეთივე პრინციპით დაათვალიერონ კანიონი, როგორც შესაძლებელია მარტვილისა და ოკაცეს კანიონის ნახვა.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება  ჯამში 120 მლნ ლარია.

შეგახსენებთ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, წალკის კანიონის გასაიჯარებლად ჩატარდა ელექტრონული საჯარო აუქციონი, რომლითაც 2019 წელს ობიექტი გადაეცა ებრაულ კომპანია KASS LAND-ს.