ტურიზმი
06/05/2023

თინას ეთნო მარანი: სეზონს უკვე ეტყობა, რომ ტურისტულად დატვირთული იქნება

"წლევანდელ სეზონს უკვე ეტყობა, რომ ტურისტულად დატვირთული იქნება"-ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ აგროტურისტული ობიექტის, „თინას ეთნო მარანის“ დამფუძნებელმა, თინა ტოროშელიძემ განუცხადა.

„თინას ეთნო მარანი“ არის სივრცე, სადაც სტუმრებს აცნობენ იმერეთისთვის დამახასიათებელ კულტურას, ტრადიციებს, აგემოვნებინებენ ადგილობრივ კულინარიასა და ადათ-წესებს.

როგორც მარნის დამფუძნებელი აღნიშნავს, ჯავშნების რაოდენობა საკმაოდ მზარდია.

მათი სტუმრები ძირითადად ქალაქ ქუთაისში ჩამოსული უცხოელი ტურისტები არიან, რომელთა უმრავლესობა დასავლეთ ევროპიდან და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან არიან. როგორც ტოროშელიძე აღნიშნავს,დიდია ინტერესი ადგილობრივი დამსვენებლებისგანაც.

„მოთხოვნა ძალიან კარგი გვაქვს, ჯერ პატარა სივრცე გვქონდა, სადაც ერთ მასპინძლობაზე 13 ადამიანის მიღება შეგვეძლო,. მაღალი მოთხოვნის გამო, მოგვიწია სივრცის გაფართოება. ახალ  სივრცეში უკვე 35-მდე ადამიანის მასპინძლობაა შესაძლებელი", - აცხადებს ტოროშელიძე.

„თინას ეთნო მარნის“ დამფუძნებლის მტკიცებით, მარნის კეთების პროცესი გამოწვევებით იყო სავსე.მათ შორის, ფინანსური რესურსის არ არსებობის გამო,სტარტაპს ტურისტული ობიექტის მშენებლობა საკუთარი ძალებით მოუწია. 

ცნობისთვის, „თინას ეთნო მარანი“ ქალაქ ქუთაისში მდებარეობს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023