ტურიზმი
30/06/2023

"ტენდერები ივლისის პირველ კვირაში გამოცხადდება" - ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამა იწყება

კომპანიები, რომლებიც ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამაში ჩარეთვებიან მაღალი კვალიფიციის და გამოცდილების დონის მიხედვით შეირჩევიან, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“  მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ტაბიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ბიუჯეტიდან ერთი მილიარდი ლარით დაფინანსდება, უკვე იწყება.

„ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამა 5 წლიანი იქნება და მის საწყის ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით 10 კონკრეტული ლოკაციის განახლება მოხდება, რისთვისაც 200 მილიონი ლარი უკვე წლევანდელ ბიუჯეტშია გამოყოფილი. პროგრამის ფარგლებში, განახლდება მაგალითად - ბორჯომის ისტორიული არეალი და ცენტრალური პარკი, წყალტუბოს ცენტრალური პარკი და განვითარდება ცივი ტბის ახალი რეკრეაცია, მოეწყობა ზუგდიდის ახალი ბულვარი, განახლდება ქუთაისის ისტორიული არეალი, თელავში განვითარდება ბატონის ციხე და მიმდებარე ტერიტორია, კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრსაც. 

განახლდება ბათუმის ისტორიული არეალი და განვითარდება რეკრეაცია.

პროგრამა, ასევე, ითვალისწინებს ყაზბეგის, ბაკურიანის და მესტიის მუნიციპალიტეტების ისტორიული არეალების განახლებას და ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნას. ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამა ეტაპობრივად განხორციელდება და მშენებლობის  პირველი ფაზის სამუშაოები, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს დაიწყება“, - აღნიშნა დავით ტაბიძემ.

პროგრამასთან დაკავშირებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაინტერესებული კომპანიებისთვის ღია კარის დღე გამართა. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო, რომ კერძო სექტორისთვის უფრო მეტად გამჭირვალე და ეფექტიანი გამხდარიყო პროექტისა და გამოსაცხადებელი ტენდერების პროცედურები. კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ტენდერის გამოცხადებამდე გაცნობოდნენ პროექტის დეტალებს იმისთვის, რომ უფრო უკეთ მოემზადონ მასში მონაწილეობის მისაღებად.

მუნიციპალური განვითარების ფონდში ფიქრობენ, რომ კომპანიების აქტიური ჩართულობა უზრუნველყოფს მეტ კონკურენციას, რაც მნიშვნელოვანია პროექტის ეფექტიანი განხორციელებისთვის.  თავად ბიზნესსექტორიც გამოხატავს მზაობას, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს არქიტექტურულ თუ სამშენებლო ტენდერებში, რომლებიც უკვე ივლისის პირველი კვირიდან გამოცხადდება.

შეგახსენებთ, ქვეყანაში ამჟამად, განახლებული რეგიონების პროგრამაც მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც 63 მუნიციპალიტეტში უკვე  განხორციელდა სამუშაოები. პირველი ფაზის სამუშაოები ყველგან დასრულებმულია, ზოგიერთ ობიექტზე დასრულებულია მეორე და მესამე ფაზაც და პროგრამის ფარგლებში, ჯამში 727 შენობაზე მეტია განახლებული. აღსანიშნავია, რომ სწორედ განახლებული რეგიონების  პროგრამის გაგრძელება იქნება ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალი პროექტიც.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022