ტურიზმი
03/07/2020

თბილისის სასტუმროებში ჯავშნები იკლებს, რეგიონებში იმატებს

ზაფხულის მოახლოებისა და ჩაკეტილი საზღვრების ფონზე, თბილისის სასტუმროებში ჯავშნები იკლებს, რეგიონებში კი იმატებს. სტაბილურია მდგომარეობა ბათუმში.

თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, ივლისის მიმდინარე ჯავშნების მიხედვით თბილისში დატვირთულობა 4%-ია, ბათუმში 6% და რეგიონებში 11%.

საინვესტიციო კომპანიის კვლევის მიხედვით, გასულ უქმეებზე რეგიონის ზოგიერთ სასტუმროში დატვირთულობა 70%-დან 90%-მდე მერყეობდა.

გამოკითხულ სასტუმროებში დატვირთულობა მაღალია მომდევნო თვეებში, მაგრამ თიბისი კაპიტალი ვარაუდობს, რომ მათი დიდი ნაწილი გაუქმდება ვინაიდან ჯავშნების უმეტესობა COVID-19-მდე პერიოდშია განხორციელებული. ჯავშნების მცირე ნაწილი ადგილობრივი მოთხოვნის ხარჯზე ჩანაცვლდება.

რეგიონის სასტუმროების საშუალო დღიური ფასი ივლისში 50%-მდეა შემცირებული. ბათუმში შედარებით მცირე ფასდაკლებებია.

Businesspartner