ტურიზმი
02/06/2023

თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი WORLD SPA-ს გახსნის

თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ტერიტორიაზე WORLD SPA გაიხსნება.

როგორც "ბიზნესპარტნიორთან" კურორტის აღმასრულებელი დირექტორი სალომე ყვავილაშვილი აცხადებს, თბილისის ბალნეოლოგიურის გაფართოების პროექტი აქტიურად მიმდინარეობს და მის ფარგლებში, უკვე დასასრულს უახლოვდება მაღალი კლასის, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა.

„იცით, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს დაბალი კლასის სასტუმრო, რაც შეეხება 5-ვარსკვლავიანს, ბოლო დეტალებს ვასრულებთ, უკვე ვიცით ის საერთაშორისო ოპერატორი, რომელიც ამ სასტუმროში შემოვა, თუმცა, ამ ეტაპზე, მას ვერ დავასახელებთ.

გარდა ამისა, უახლოეს პერიოდში, ჩვენი ბალნეოლოგიურის ტერიტორიაზე გაიხნება WORLD SPA, ანუ მსოფლიო სპა, რომელიც გააერთიანებს მსოფლიოში არსებულ აბსოლუტურად ყველა სახის სპა-მომსახურეობას, ეს იქნება: თურქული, უკრაინული, ფინური აბაზანები... გვექნება 20 სახეობის საუნა, აბსოლუტურად ყველა სახეობის მასაჟი.

WORLD SPA-ს გარდა, გაიხსნება კიდევ ერთი აუზი და რამდენიმე რესტორანიც. ყველა ეს მიმდინარე პროექტი, სავარაუდოდ, 1 წელში, ან წელიწად-ნახევარში დასრულდება და თბილისის ცენტრში როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ტურისტებს ერთ სივრცეში შეეძლებათ, მიიღონ ისეთი მომსახურება როგორიც არის სამედიცინო-სარეაბილიტაციო, სპა-გამაჯანსაღებელი და ბალნეო-პროცედურები.“, - აღნიშნა სალომე ყვავილაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, თბილისის ბალნეოლოგიური WORLD SPA-ს გახსნამდე, საკუთარ კადრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გადაამზადებს.

„ძალიან რთულია კადრების ჩამოყვანა ტაილანდიდან, ჩინეთიდან, ევროპის ქვეყნებიდან, დროში გაწელილი, ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ, ვაპირებთ უცხოელი მასაჟისტებიც გვყავდეს. გარდა ამისა, ჩვენს 15 თანამშრომელს გავუშვებთ გადასამზადებლად სხვადასხვა ქვეყანაში. როგორც იცით, ჩვენს ყველა მასაჟისტს აქვს სამედიცინო განათლება და სულ მცირე 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება. გარდა ამისა, ვფლობთ საკუთარ მასაჟის სკოლას ბალნეოლოგიურის ტერიტორიაზე, ასე რომ, ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ კადრების კვალიფიკაციას“, - განმარტა თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის აღმასრულებელმა დირექტორმა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტის 100%-ს სახელმწიფო ფლობდა, 1998 წელს შენობას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, დღეს თბილისის ბალნეოლოგიურ კუროტის 75%–ს შპს „მეიდანზე“ ფლობს, 25%–ს კი კომპანია „მეიდანი”.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022