ტურიზმი
17/08/2021

თბილისის ანძაზე Kass Tower-ი პანორამულ რესტორანს გახსნის

მთაწმინდაზე კომპანია Kass Tower-ი 4 მლნ-იან პროექტს გახსნის.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, თბილისის ანძის პროექტი მოიცავს ვიზიტორთა ცენტრის, პანორამული რესტორნის, პანორამული გადმოსახედის  და სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობას.

„ამ ეტაპზე განსაზღვრული საინვესტიციო ღირებულება 4 მლნ დოლარია. დასრულება იგეგმება  3 წლის ვადაში. აქედან 1 წელი პროექტირების და 2 წელი მშენებლობის ეტაპია,“ - აცხადებენ Kass Tower-ში.

შეგახსენებთ, Kass Tower-ი ისრაელური საინვესტიციო კომპანია Kass Group-ის შვილობილი კომპანიაა.