ტურიზმი
18/01/2022

Tbilisi Marriott: ომიკრონმა ჯავშნების რაოდენობა შეამცირა

სასტუმრო Tbilisi Marriott-ში ომიკრონმა ჯავშნები შეამცირა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სასტუმრო ამჟამად ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, გაყიდვები თითქმის გაუთანაბრდა პანდემიამდელ მაჩვენებელს, თუმცა, ომიკრონის შტამის გავრცელებამ ეს წინსვლა ისევ შეაფერხა.

მათი განცხადებით, Tbilisi Marriott-ს სტუმარი შერეული ბაზრებიდან ჰყავს, თუმცა, შემცირებულია ბიზნეს ტურისტების რაოდენობა.

შემცირებული აქტივობის ფონზე ბაზარზე ოპერირების სირთულეებთან დაკავშირებით Tbilisi Marriott-ში განმარტავენ, რომ ბოლო ორი წლის გამოცდილებით კომპანია მაქსიმალურად ცდილობს არსებულ სიტუაციას მოერგოს.

„მოლოდინები დადებითია, იმედი გვაქვს, ომიკრონის ტალღა ბოლო იქნება და 2022 წლის ბოლოსთვის უკვე ტურიზმის სექტორი ბოლომდე გაიმართება წელში,“-აცხადებენ Tbilisi Marriott-ში.