ტურიზმი
18/07/2022
TBC Capital: წელს ტურისტული შემოსავლების 105%-მდე აღდგენა რეალისტური ჩანს
ივნისის საგარეო ვაჭრობის, ტურიზმისა და გზავნილების მაჩვენებლები კვლავ ძლიერ სავალუტო შემოდინებებზე მიუთითებს.
TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტი განახლებულ ანგარიშში აღნიშნავს, რომ მართალია 2019 წელთან შედარებით ტურიზმის აღდგენა შენელდა, თუმცა ეს მაღალი საბაზო ეფექტის შედეგს წარმოადგენდა.
"მომდევნო თვეებში, იმავე მაჩვენებლით გამოხატული ტურისტული შემოსავლები 2019 წელს რუსეთის მიერ ფრენების აკრძალვის გამო მნიშვნელოვნად აჩქარდება, რაც თიბისის არხებით ხარჯების მაჩვენებლებში უკვე თვალსაჩინოა. მთლიანობაში, 2022 წლის განმავლობაში 105%-მდე აღდგენა სადღეისოდ რეალისტური ჩანს."– ნათქვამია ანგარიშში.